ჩემპიონ პსვ-სთან საგოლე პასი შეასრულა | ეგოიანის 3 საგოლე მოქმედება ორ მატჩში
ერედივიზიეს 2026-27 წლების სეზონის მეორე ტურში ექსელსიორი შინ ჩემპიონ პსვ-სთან 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი ეგოიანმა 90 წუთი ითამაშა, 54-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ კასპერ ვიდელმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
საგოლე პასის გარდა ირაკლის თამაშიდან კიდევ ერთი მომენტია გამოსარჩევი, შორიდან ცაციათი სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი დაიჭირა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, პირველ ტურში კამბურთან გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, დღეს კი მეორე ტურში პსვ-სთან საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. საწყის ორ ტურში 22 წლის ფეხბურთელის აქტივში 3 საგოლე მოქმედებაა.
შეგახსენებთ, სეზონის პირველ ტურში „ექსელსიორმა'' სტუმრად „კამბური'' გაანადგურა (0:4). ამ შეხვედრაში „ექსელსიორის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ეგოიანმა ანგარიში გახსნა და მეორე გოლისას საგოლე პასი შეასრულა. ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ს ვერსიით, ირაკლი ეგოიანი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ქართველ შემტევს 8,5 დაუწერა, რაც სტადიონზე მყოფი რეპორტიორის შეფასებისა და Opta-ს სტატისტიკის ერთობლიობაა.