ჩავი, მარტინესი, ტენ ჰაგი - ნიდერლანდებში კუმანის შემცვლელს ეძებენ
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია „ნარინჯისფრების“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა De Telegraaf-ი წერს.
მისი ინფორმაციით, გაფართოებულ სიაში პეტერ ბოსი და არნე სლოტიც იყვნენ, თუმცა მათთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელები პორტუგალიისა და ბელგიის ექსთავკაცს, რობერტო მარტინესს დაუკავშირდა.
გამოცემა ასევე წერს, რომ მოლაპარაკებები შედგა „ბარსელონას“ ყოფილ დამრიგებელ ჩავი ერნანდესთან და „მანჩესტერის“ ექსთავკაც ერიკ ტენ ჰაგთანაც.
De Telegraaf-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანის შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
აქვე გეტყვით, რომ კუმანმა „ნარინჯისფრები“ 2023 წელს ჩაიბარა და გუნდი ევრო 2024-ის ნახევარფინალში გაიყვანა, მსოფლიო ჩემპიონატს კი 1/16-ფინალში გამოეთიშა.