შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ტრავმა ვერ მოიშუშა - კიტეიშვილი შტურმს ისევ ვერ ეხმარება

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩს ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩაატარებს. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Abseits ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი მეორე ტურში სტუმრად „ჰარტბერგს“ ქართველი ლიდერის გარეშე დაუპირისპირდება. მთავარი მწვრთნელის, ფაბიო ინგოლიჩის განკარგულებაში ასევე ვერ იქნებიან ფილიპ როზგა და ლეონ გრგიჩი.

გრაცელები „ჰარტბერგს“ დღეს თბილსის დროით 21:30 საათზე, „პროფერტილ არენაზე“ ესტუმრებიან. „შტურმისთვის“ ეს მორიგი რთული შეხვედრა იქნება, რადგან გუნდს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს.

ოთხშაბათს ავსტრიულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ფენერბაჰჩესთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო. მანამდე კი ბუნდესლიგის ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრაში „ტიროლთან“ მხოლოდ ფრეს, 2:2-ს დასჯერდა.

კიტეიშვილის არყოფნა „შტურმისთვის“ დამატებითი დანაკლისია, რადგან ქართველი ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად და შემოქმედებით ძალად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები