მექვაბიშვილის საგოლე პასი - კრაიოვამ პეტროლული გაანადგურა
რუმინეთის სუპერლიგის მორიგ ტურში კრაიოვამ პეტროლულს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.
ანზორ მექვაბიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ქართველ ფეხბურთელს ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა.
მე-4 გოლის დროს, საგოლე პასი სწორედ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გააკეთა.
ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, კრაიოვა რუმინეთის სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, მისთვის ეს შიდა ჩემპიონატში პირველი საგოლე ქმედება იყო. თითო ასისტი მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და რუმინეთის სუპერ თასზეც აქვს.