„ჩემი დრო დასრულდა“ - ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულება დაადასტურა.
34 წლის ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება კოპა სუდამერიკანაზე ვენესუელურ უსვ-სთან გამართული მატჩის (4:2) შემდეგ მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.
„ჩემი დრო ნაკრებში დასრულდა. მე ვქმნიდი ისტორიას, ვიყავი ძალიან ბედნიერი, გავიღე ყველაფერი, რაც შემეძლო, ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი ამას. მე ყოველთვის ვიბრძოდი და ასი პროცენტით ვიხარჯებოდი ყვითელი მაისურისთვის. თუმცა, ამის გაკეთება მეტად აღარ მსურს“, – განაცხადა ნეიმარმა.
ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 130 მატჩი ჩაატარა (მეორე შედეგი), 80 გოლი გაიტანა (რეკორდი) და 58 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ნაკრებთან ერთად ფორვარდმა 2013 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო, 2016 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიასთან მარცხისა (1:2) და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ განაცხადა.