გიორგი გაგუა, ცოტნე კაპანაძე
Aa
Aa

კურიოზული პენალტი და გაგუას გოლი | დუნაისკა სტრედამ ველეზ მოსტარი დაამარცხა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დუნაისკა სტრედა“ „ველეზ მოსტარს“ ხვდება. პირველი თამაში სლოვაკეთში გაიმართა და გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი გაგუა გახლავთ, რომელმაც პენალტი გაიტანა. „დუნაისკა სტრედამ“ უცნაური თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. „ველესის“ მეკარემ თანაგუნდელს პასი გაუკეთა, რომელსაც ეგონა, რომ თამაში მას უნდა განეახლებინა და ბურთი ხელში აიღო, რის გამოც დაისაჯა კიდეც.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივემ შეუცვლელად ითამაშა. გაგუამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეაგდო. 17 ივლისს, მან ამხანაგურ მატჩში „ბოლტონს“ გაუტანა.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება ერთი კვირის შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფანებს გატის შეძენა არ უნდათ | ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩას უკავშირდება
ნაპოლის ფანებს გატის შეძენა არ უნდათ | ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩას უკავშირდება