„სათანადოდ ვერ გაფასებდნენ, მაგრამ ამაზე ისტორია იზრუნებს“ - მბაპე დეშამს
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ დიდიე დეშამს მიმართა, რომელიც დღეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბოლო მატჩს ჩაატარებს.
„დღეს შენი უკანასკნელი ცეკვაა. შენთვის საუკეთესო ფინალი უნდა გვეჩუქებინა, თუმცა ვერ შევძელით. ძალიან რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რაც ამ 14 წლის განმავლობაში გააკეთე. საფრანგეთის ნაკრების აღორძინებაში შენ საკვანძო როლი შეასრულე.
ადამიანები შენს დიდებას სათანადოდ ყოველთვის ვერ აფასებდნენ, მაგრამ ამაზე დრო და ისტორია იზრუნებენ. მადლობა, რომ მომეცი საშუალება, ამდენი წლის განმავლობაში ჩემი ქვეყანა ყველაზე დიდ ასპარეზზე წარმომედგინა.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ლეგენდის გვერდით ამდენი წელი გავატარე. ერთად გატარებულ დროზე მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დამრჩება“.
ცნობისთვის, დეშამმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, 2020-21 წლებში კი ერთა ლიგა მოიგო. ამასთან, 2022 წლის მუნდიალზე და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანგები ვერცხლს დასჯერდნენ. დიდი ალბათობით, საფრანგეთის ნაკრების სათავეში დეშამს ზინედინ ზიდანი შეცვლის.