“ყველას ფინალში თამაში უნდოდა“ - ტუხელი საფრანგეთთან მატჩის წინ
მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ინგლისი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ, სამი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ტუხელი:
„არც ჩვენს ფეხბურთელებს სურთ ამ მატჩის თამაში და არც ფრანგებს. ყველას ფინალში თამაში უნდოდა. მიუხედავად ამისა, პროფესიონალურად მოვემზადებით. მოედანზე გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დავასრულოთ.
ინგლისს ერთი დღით ნაკლები დასვენების დრო ჰქონდა, მაგრამ ეს მატჩის შედეგის განმსაზღვრელი ფაქტორი არ იქნება. არგენტინასთან დაახლოებით 55 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ კონტროლი დავკარგეთ და მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.
კრიტიკა ამ პროფესიის ნაწილია. საბოლოო გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და პასუხისმგებლობაც ჩემზეა.“
შეგახსენებთ, რომ ინგლისი ნახევარფინალურ მატჩში არგენტინასთან 1:2 დამარცხდა, საფრანგეთი კი ესპანეთთან 0:2.
ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება 19 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.