რაბიო: “თავი უნდა ავწიოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ“
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდა და უშანსოდ 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მამლების ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ კომენტარი გააკეთა.
რაბიო:
„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს ტურნირი გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ახლა თავი უნდა ავწიოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ.
ესპანეთმა თავისი შანსები უკეთ გამოიყენა. ასეთ დონეზე სწორედ ეს წყვეტს მატჩის ბედს. მსაჯზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ასეთი დონის მატჩს უფრო მაღალი დონის არბიტრი სჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველი გოლი მიკელ ოიარსაბალმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, მეორე გოლი კი პოროს ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ მისთვის ამ მუნდიალზე ეს მეორე გოლი იყო. პირველი გოლი მან ავსტრიის ნაკრების კარში გაიტანა.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.