„თამაშზე კონცენტრირება რთული აღმოჩნდა“ - ბალოგუნი გაუქმებულ დისკვალიფიკაციაზე
აშშ-ს ნაკრებისა და „მონაკოს“ ფორვარდმა, ფოლარინ ბალოგუნმა მსოფლიო ჩემპიონატზე მისთვის გამოტანილი დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„როდესაც მოედნიდან გამაძევეს, შოკირებული ვიყავი. ეს ჩემი რეაქციიდანაც ჩანს. მსაჯის გადაწყვეტილებას დავეთანხმე.
როცა დისკვალიფიკაცია გამიუქმეს და გუნდს დავუბრუნდი, ძალიან გამეხარდა, მაგრამ როცა ეს ყველაფერი გავიაზრე, მივხვდი, რომ ამ სიტუაციას მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა.
ვგრძნობდი, რომ ჩემი თანაგუნდელები ნერვიულობდნენ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არაორდინალური სიტუაცია იყო. ფეხბურთზე კონცენტრირება ძალინ რთული აღმოჩნდა“.
შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში ბალოგუნი მოედნიდან გააძევეს, თუმცა შემდეგ ფიფამ მისი სასჯელი პირობითად გამოაცხადა და მომდევნო მატჩში, ბელგიასთან თამაშის ნება დართო, სადაც ამერიკელები 1:4 დამარცხდნენ.
მატჩამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფიფას პრეზიდენტ, ჯანი ინფანტინოს ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმების თხოვნით მიმართა.