„2005 წლის ლიგის ფინალში ჯერარდი გამახსენა“ - რუნი ბელინგემზე
ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა უეინ რუნიმ ნორვეგიელებთან ინგლისელთა გამარჯვებაში ჯუდ ბელინგემის წვლილი შეაფასა.
ინგლისის ნაკრებმა ნორვეგია (2:1) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალის დამატებით დროში დაამარცხა. ბელინგემი დუბლით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
„დღეს რთული თამაში იყო. ხარისხი, სისწრაფე და ტემპი გვაკლდა, მაგრამ როცა გუნდში ისეთი მოთამაშეები გყავს, როგორიც ჯუდ ბელინგემია, შანსი ყოველთვის გაქვს.
ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ იქნებოდა თამაში, რომელშიც ჯუდ ბელინგემი დაგვჭირდებოდა და 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სტივენ ჯერარდი ვახსენე.
თამაშში, სადაც ის ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, მან საკუთარი თავი წარმოაჩინა“,
– უთხრა რუნიმ BBC Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, ინგლისი ნახევარფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.