ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: ინგლისთან აქამდე არასდროს მითამაშია, გამორჩეული მატჩი იქნება

ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში შვეიცარიასთან მატჩის (3:1) შესახებ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ასევე ინგლისის ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული მატჩი იყო. პრესინგს გვეთამაშებოდნენ და თავისუფალ სივრცეს არ გვიტოვებდნენ. ვერ შევძელით ისე თამაში, როგორც გვინდოდა და ძალიან ინტენსიური შეხვედრა გამოვიდა. გოლის გატანის შემდეგ ცოტათი უკან დავიხიეთ და იმაზე ღრმად დავიწყეთ თავის დაცვა, ვიდრე საჭირო იყო.

გარდა ამისა, დაცვიდან ამოსვლისას პრობლემები შეგვექმნა, ამიტომ საბოლოოდ ხშირად გვიწევდა გრძელი გადაცემების გამოყენება - მეკარისგან ან ცენტრალური მცველებისგან.

რაც შეეხება ნახევარფინალს, ტოპ-ნაკრებების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ინგლისის წინააღმდეგ აქამდე არასდროს მითამაშია, ამიტომ ეს მატჩი გამორჩეული იქნება.

ეს ნახევარფინალია, ახლა დასვენება და მასთან მოსამზადებლად დრო გვჭირდება. ძლიერი დაღლილობა დაგროვდა და ამას უკვე ვგრძნობთ“.

– დღეს ხულიანმა ისე ითამაშა, როგორც მესიმ?

„არა, არა. ახლახან ვამბობდი, რომ მან ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ ეს მის კარიერაში პირველი ასეთი ბურთი არ არის. მას უკვე ჰქონდა რამდენიმე მსგავსი.

ეს მართლაც ფანტასტიკური გოლი იყო. ხულიანს შესანიშნავი დარტყმა აქვს და მან ეს აჩვენა. ის ამას უკვე დიდი ხანია ამტკიცებს ატლეტიკოში, სადაც წელს ბევრი მსგავსი ბურთი გაიტანა.

შედეგით კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ მანაც გაიტანა და ლაუტარომაც. ორივეს გვჭირდებოდა ასეთი გოლები. ამიტომ, ყველას გამო ძალიან ბედნიერი ვარ“,

– თქვა მესიმ.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში ინგლისს 15 ივლისს დაუპირისპირდება, მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები