ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ჯუდი: „ეს იყო გამძლეობის, ხასიათისა და რწმენის გამოცდა“

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა ნორვეგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა კომენტარი გააკეთა.

ბელინგემი:

„ეს იყო გამძლეობის, ხასიათისა და რწმენის გამოცდა. ვიცოდით, რომ მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ბოლომდე გვჯეროდა. ზოგჯერ ასეთი გამარჯვებები ყველაზე ტკბილია. შესაძლოა, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, მაგრამ ნახევარფინალში ვართ და ეს არის მთავარი.

ჩვენ ვიცით, რომ კიდევ შეგვიძლია პროგრესი, მაგრამ დღეს მთავარი გამარჯვება იყო. მესმის, რომ ბევრს ხარისხი არ მოსწონს, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. ამ გუნდში განსაკუთრებული მენტალიტეტია. როცა ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მიდის, მაინც ვპოულობთ გზას გამარჯვებისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის კარში ორივე გოლი ჯუდ ბელინგემმა გაუტანა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი ლომი მოქმედ ჩემპიონს არგენტინას დაუპირისპირდება.

ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირება 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები