რატომ შეცვალეს ჰოლანდი | სოლბაკენის და ერლინგის კომენტარები
2026 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ნორვეგია შელდერუპის ბრწყინვალე გოლით ინგლისს ამარცხებდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გორდონის პასით ბელინგემმა გაათანაბრა, დამატებით დროში ჯუდმა დუბლი შეასრულა და ტომას ტუხელის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება.
სტოლე სოლბაკენმა 106-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდი მოედნიდან გაიყვანა. მატჩის შემდეგ სტოლეს მისი შეცვლის მიზეზზე ჰკითხეს.
„მისი მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილება რთული მისაღები არ ყოფილა,“ — თქვა ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა. „ის სრულად იყო დაცლილი ძალებისგან. ალბათ 10 წუთით ადრეც უნდა შემეცვალა... მეორე ტაიმში ფეხის კუნთიც დაეჭიმა, რასაც დაღლილობაც დაემატა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.“
ერლინგ ჰოლანდი: „ეს იყო ყველაზე მაგარი ექვსი კვირა, რაც კი ალბათ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მქონია. ეს სრულიად სიურრეალისტურია. ახლა ამაზე საუბარი მიჭირს, რადგან საკმაოდ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ამ 40-მა და მეტმა დღემ ძალიან სწრაფად ჩაიარა. ეს მთელი ცხოვრების მოგონებაა''.
„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს სჯერა, რომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ აშშ-ში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი, რომელშიც მას ოდესმე მიუღია მონაწილეობა. ერლინგის კომენტარი ნორვეგიულმა გამოცემა Nettavisen-მა გამოაქვეყნა.
„ვფიქრობ, ამაზე ყველა თანხმდება და ყველა ნორვეგიელმაც სათანადოდ დააფასა ეს. იმედი მაქვს, სამშობლოში ხალხი ბედნიერია იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ, მაგრამ ამავე დროს, ასეთი მატჩებიდან უნდა ვისწავლოთ კიდეც. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ყველაფერს მცირე დეტალები წყვეტს და ეს დეტალები ჩვენს საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა. ინგლისს დიდი გამოცდილება აქვს და მათ შეძლეს თამაშის თავიანთ სასარგებლოდ შემობრუნება''.