დიეგო მარადონა, ტომას ტუხელი
Aa
Aa

„ეს კარმაა, რომელიც უკან დაგვიბრუნდება“ - ტუხელი აცტეკასა და მარადონას „ღმერთის ხელზე“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მექსიკის წინააღმდეგ „აცტეკას“ სტადიონზე გასამართ მომავალ მატჩზე ისაუბრა.

40 წლის წინ ამ სტადიონზე დიეგო მარადონამ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და ის მატჩი არგენტინამ 2:1 მოიგო. სწორედ ამ მატჩში გავიდა ე.წ. „ღმერთის ხელად“ წოდებული დიეგო მარადონას გოლი, რითაც არგენტინამ საბოლოოდ, ჩემპიონობაც იზეიმა.

რას ამბობს ტუხელი:

„ახლა მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის, რომ საბოლოოდ შევურიგდეთ ამ სტადიონს და ვითარება შევცვალოთ. ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს კარმაა. კარმა ამისთვის სამაგიეროს მოგვცემს. ყველაფერს შევცვლით.

რა თქმა უნდა, მახსოვს მარადონას ის მსოფლიო ჩემპიონატი. მისი ორი გოლი ინგლისის კარში: ერთი — ბურთით გარღვევის შემდეგ, მეორე კი — ისეთი, რომელსაც ჩვენს დროში აღარასოდეს ჩათვლიდნენ. და ეს მხოლოდ ინგლისელებს არ ეხებათ. ჩემთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არანაირად არ ვყოფილვარ დაკავშირებული იმ მატჩთან, მას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირება 6 ივლისს, საქართველოს დროით 04:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუს წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია, მაგრამ...“ - იამალმა პორტუგალიასთან მატჩზე ისაუბრა
„რონალდუს წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია, მაგრამ...“ - იამალმა პორტუგალიასთან მატჩზე ისაუბრა