ნეიმარი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი ნეიმარის სათამაშო დროის შესახებ: უკმაყოფილოა, მაგრამ ძალიან კარგად იქცევა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდში ნეიმარის როლის შესახებ ისაუბრა.

34 წლის ფორვარდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა. ნეიმარი ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში შოტლანდიასთან მატჩში, (3:0) 76-ე წუთზე გავიდა მოედანზე. იაპონიასთან მატჩში კი, ის სათადარიგოთა სკამზე იყო.

„დიახ. ნეიმარი მზადაა, ითამაშოს სრული 90 წუთი. რა თქმა უნდა, ის შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა, მაგრამ ძალიან კარგად იქცევა. ის შესანიშნავად ვარჯიშობს. ნეიმარი დიდი პატივისცემით სარგებლობს, ის კეთილგანწყობილი ადამიანია და თანაგუნდელებს ძალიან უყვართ. მას კოლექტივში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ნეიმარი დიდი ოსტატია და ამავდროულად, ძალიან თავმდაბალ ადამიანად რჩება. მე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. და, რა თქმა უნდა, მას თამაში სურს — როგორც ყოველთვის სურდა“, — განაცხადა ანჩელოტიმ გაზეთ Folha de S. Paulo-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მორიგ მატჩს 6 ივლისს გამართავს. „პაპა კარლოს“ გუნდი ნორვეგიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მექსიკა Vs ინგლისი - ფიფა-ს წესები მასპინძლებს უპირატესობას აძლევს
მექსიკა Vs ინგლისი - ფიფა-ს წესები მასპინძლებს უპირატესობას აძლევს