ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა | ლოჩოშვილის კიოლნში ტრანსფერის დეტალები

ავტორიტეტულმა გერმანელმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა დაადასტურა, რომ ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „კიოლნში“ გააგრძელებს. პლეტენბერგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტრანსფერის დეტალებზე დაწერა.

„ნიურნბერგსა“ და „კიოლნს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და გარიგების ღირებულება 5 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებს შეადგენს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება. ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს.

ცნობისთვის, ლოჩოშვილმა გასული სეზონი „ნიურნბერგის“ რიგებში გაატარა და ბუნდესლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების (126), ორთაბრძოლების მოგების პროცენტული მაჩვენებლისა (62,4%) და ზუსტი პასების (88,4%) მიხედვით იგი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ოცეულში შევიდა. ამას ემატება შთამბეჭდავი 7 საგოლე მოქმედება (5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა სიაში
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა სიაში