ჰარი კეინი, ლუკა მოდრიჩი, ტომას ტუხელი, ივან პერიშიჩი, დევიდ ბექჰემი, გარი ლინეკერი
Aa
Aa

კეინი ლინეკერს გაუთანაბრდა | ინგლისი-ხორვატიის მატჩის საინტერესო ფაქტები

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ინგლისის ნაკრებმა, მუნდიალი გამარჯვებით გახსნა და ხორვატია 4:2 დაამარცხა. „სამი ლომის“ მხრიდან დუბლით ჰარი კეინი გამოირჩა, თითო გოლი კი მარკუს რაშფორდმა და ჯუდ ბელინგემმა გაიტანეს. ხორვატიის ნაკრების რიგებში თავი მარტინ ბატურინამ და პეტარ მუსამ გამოიჩინეს.

ჰარი კეინს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი (ხუთი, მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია არ ითვლება).

ჰარი კეინი მეორე ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე (2018, 2022, 2026 წლები) გაიტანა. კეინმა დევიდ ბექჰემის მიღწევა გაიმეორა.

ჰარი კეინმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მეათე გოლი გაიტანა და მუნდიალების ისტორიაში ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, გარი ლინეკერს, გაუთანაბრდა.

ივან პერიშიჩმა საგოლე გადაცემა მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე მიითვალა. მის გარდა, ოთხ მსოფლიოზე ასისტი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს გაკეთებული.

მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 და მეტი გოლი მხოლოდ ოთხ აქტიურ ფეხბურთელს აქვს გატანილი: ლიონელ მესი (16), კილიან მბაპე (14), ტომას მიულერი (10) და ჰარი კეინი (10).

ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი შეხვედრა ზედიზედ მესამედ მოიგო, რაც „სამი ლომის“ რეკორდია: 2018 წელი (ტუნისი 2:1), 2022 წელი (ირანი 6:2), 2026 წელი (ხორვატია 4:2).

ლუკა მოდრიჩი მეორე ევროპელი ფეხბურთელია, რომელმაც მინიმუმ 10 დიდ ტურნირზე (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები) ითამაშა. მის გარდა ეს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გაკეთებული (12). მოდრიჩს ყველა დიდი ტურნირი აქვს ჩატარებული 2006 წლის შემდეგ; ერთადერთხელ მისი ხორვატია 2010 წლის მსოფლიოზე ვერ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც“ - კრიშტიანუ კონგოსთან ფრეზე
„მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც“ - კრიშტიანუ კონგოსთან ფრეზე