კინიონესი ისტორიაში შევიდა | ყველა მუნდიალის პირველი გოლის ავტორთა სია
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მუნდიალის გახსნით მატჩში მექსიკამ მეხიკოში, „აცტეკაზე“ სამხრეთ აფრიკა 2:0 დაამარცხა. „ელ ტრიმ“ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, მე-9 წუთზე ერიკ ლირას საგოლე პასით ხულიან კინიონესმა ანგარიში გახსნა, მეორე გოლი 67-ე წუთზე რობერტო ალვარადოს პასით რაულ ხიმენესმა გაიტანა (ვრცლად ამ მატჩის შესახებ).
ამგვარად, 2026 წლის მუნდიალზე პირველი გოლის ავტორი ხულიან კინიოსენია, რომელიც კოლუმბიაში დაიბადა, კოლუმბიის 20-წლამდე ნაკრებშიც ითამაშა, თუმცა მისი კარიერა მექსიკაში განვითარდა და საბოლოოდ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები აირჩია.
საუდის არაბეთის ალ-ქადისის 29 წლის ფორვარდს, რომელსაც კლუბში ბრენდან როჯერსი წვრთნის, მუნდიალის გახსნითი მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა და იმ მოთამაშეთა ისტორიულ სიას შეუერთდა, რომლებმაც თითოეული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი გოლი გაიტანეს. ეს ისტორიაში პირველად ფრანგმა ლუსიენ ლორანმა შეძლო,1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
-
1930: ლუსიენ ლორანი, საფრანგეთი
-
1934: ერნესტო ბელისი, არგენტინა
-
1938: იოზეფ გაუხელი, გერმანია
-
1950: ადემირი, ბრაზილია
-
1954: მილოშ მილუტინოვიჩი, იუგოსლავია
-
1958: ორესტე კორბატა, არგენტინა
-
1962: ექტორ ფაკუნდო, არგენტინა
-
1966: პელე, ბრაზილია
-
1970: დინკო დერმენჯიევი, ბულგარეთი
-
1974: პაულ ბრაიტნერი, გერმანია
-
1978: ბერნარ ლაკომბი, საფრანგეთი
-
1982: ერვინ ვანდენბერგი, ბელგია
-
1986: ალესანდრო ალტობელი, იტალია
-
1990: ფრანსუა ომამ-ბიიკი, კამერუნი
-
1994: იურგენ კლინსმანი, გერმანია
-
1998: სეზარ სამპაიო, ბრაზილია
-
2002: პაპა ბუბა დიოპი, სენეგალი
-
2006: ფილიპ ლამი, გერმანია
-
2010: სიფივე ჩაბალალა, სამხრეთ აფრიკა
-
2014: მარსელო (ავტოგოლი), ბრაზილია/ხორვატია
-
2018: იური გაზინსკი, რუსეთი
-
2022: ენერ ვალენსია, ეკვადორი
-
2026: ხულიან კინიონესი, მექსიკა