გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია: თქვენ არ იცით, რამდენი ვიტირე, ემოციებით დაღლილი ვარ

ვილი სანიოლისა და გეორგე ჰაჯის სამწვრთნელო დაპირისპირება, საქართველო - რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

გურამ კაშია: „მადლობით დავიწყებ. ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც მგულშემატკივრობდა მე და ჩემს გუნდს. ჩემი კარიერა ძალიან მაგარი, საინტერესო თავგადასავალი იყო. ამიტომ, მადლობა ყველას, თქვენ (ჟურნალისტებს გულისხმობს), თითოეულ გულშემატკივარს. მინდა, გუნდს წარმატება ვუსურვო''.

კრისტალსპორტის ჟურნალისტი ირაკლი გოგვაძე: „კაშო, გუშინ თქვი, რომ ტირილი არ გვინდაო, მაგრამ დღეს რაღაც მომენტში დავინახეთ ცრემლები''.

გურამ კაშია: „თქვენ არ იცით, ავტობუსში რამდენი ვიტირე, ვერ მაჩერებდნენ. ემოციებით დაცლილი ვარ, მართლა დასვენება მჭირდება. 39 წლის ვხდები და დედასვფიცავარ არ დამისვენია, 1-2 კვირა ყველაფრისგან დასვენება მჭირდება და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, საით წავიდე, მაგრამ აუცილებლად ფეხბურთში ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი საქმეა, გარკვეულწილად მესმის ეს საქმე და ამიტომ მინდა ფეხბურთში ვიყო''.

გურამ კაშიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა, რაც ჩვენი ნაკრების რეკორდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები