ჰაჯი: “საქართველო მეორე ტაიმში უკეთესი იყო“
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთს უმასპინძლა. სამწუხაროდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ კომენტარი გააკეთა.
ჰაჯი:
„როგორც გუშინ ვთქვი, წინასწარ ვიცოდით, რომ კარგ გუნდს ვხვდებოდით. ამის ფონზე ვეცადეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა და კარგი მომენტები გვქონდა. მეორე ნახევარში საქართველო უკეთესი იყო და არაერთი გოლის გატანა შეეძლო. გაშვებული გოლის მიუხედავად, მატჩში დაბრუნება მოვახერხეთ. მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს. კარგი კონცენტრაცია გამოვავლინეთ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
ასევე შეგახსენებთ, ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა გურამ კაშიამ, რომელმაც ჯვაროსნების მაისური ჯამში 129-ჯერ მოირგო.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 5 ივნისს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.