“ფინალამდე 2 დღით ადრე დავეცი“ - კვარამ ტრავმაზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონი დასრულდა. ჩემპიონი პარი სენ ჟერმენი გახდა, რომელმაც ფინალში არსენალი დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ესაუბრა.
რა თქვა კვარამ?
„გოლი საწყის წუთებზე გავუშვით. ასეთი კარგი დაცვის მქონე გუნდთან ქამბექი რთული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ. საბოლოო ჯამში ტიტული მოვიგეთ. ძალიან ამაყი ვარ.
ფინალამდე 2 დღით ადრე, ვარჯიშზე დავეცი და ხელზე მცირე ტრავმა მივიღე, ასევე ფეხზეც, მაგრამ ქართველები მეომრები ვართ და ეს დიდი პრობლემა არ იყო. პენალტების სერიის სათადარიგოთა სკამიდან ყურება რთული იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს გავიმარჯვეთ.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის უკვე დასრულებულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე, კვარა გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ხოლო პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც აღნიშნული ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო.