ფილ ფოდენი, კოულ პალმერი
Aa
Aa

ფოდენი და პალმერი არ იქნებიან | ინფორმაცია ინგლისის ნაკრების განაცხადზე

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის „სამი ლომის“ შემადგენლობას 22 მაისს გამოაცხადებს. მანამდე, ინგლისურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა ფეხბურთელებზე, რომლებიც განაცხადში ვერ მოხდებიან.

ჰარი მაგუაიერის გარდა, „სამი ლომის“ მაისურით ვერც ფილ ფოდენსა და კოულ პალმერს ვიხილავთ. აშშ-ში ვერ გაემგზავრებიან ლუკ შოუ, ლივაი კოლუილი, ფიკაიო ტომორი, ჯეკ გრილიში, ტრევო ჩალობა და ადამ უორტონი.

მეტ ლოუს ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებში „ჩელსის“ ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება — რის ჯეიმსი. დევიდ ორნშტაინის მიხედვით, განაცხადში იქნებიან ნონი მადუეკე, კობი მაინუ და ტინო ლივრამენტო. ასევე, ნაკრებში ბრუნდება აივან ტოუნი.

ცნობისთვის, ინგლისის ნაკრები L ჯგუფშია და მისი მეტოქეები ხორვატია, განა და პანამა არიან. „სამი ლომი“ პირველ შეხვედრას 18 ივნისს, ხორვატიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CIES-ის რჩეულები | ქართველი ფეხბურთელები სეზონის სიმბოლურ ნაკრებებში
CIES-ის რჩეულები | ქართველი ფეხბურთელები სეზონის სიმბოლურ ნაკრებებში