ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

„შოკირებული ვარ“ | ჰარი მაგუაიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის „სამი ლომის“ შემადგენლობას 22 მაისს გამოაცხადებს. მანამდე ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, ჰარი მაგუაიერი ეროვნულ გუნდთან ერთად არ იქნება.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მაგუაიერს უკვე შეატყობინეს, რომ ინგლისის ნაკრებში არ გამოიძახებენ. 33 წლის მცველმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა და TalkSPORT-ს ესაუბრა.

„იმ სეზონის შემდეგ, რომელიც ჩავატარე, დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო, ზაფხულში ჩემი ქვეყნის ნაკრებში მნიშვნელოვანი როლი მქონოდა. ამ გადაწყვეტილებით შოკირებული და განადგურებული დავრჩი. ფეხბურთელებს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“.

ცნობისთვის, მაგუაიერმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა, მანამდე კი გარეტ საუთგეიტის გუნდთან ერთად 2018 და 2022 წლების მუნდიალზე და ევრო 2020-ზე ითამაშა. „სამი ლომის“ მაისურით მას 66 შეხვედრა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაის დალევის თავიც არ გექნება“ | რაიან გარსიამ ილია თოფურიას უპასუხა
„ჩაის დალევის თავიც არ გექნება“ | რაიან გარსიამ ილია თოფურიას უპასუხა