ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი მუნდიალის დასაწყისს გამოტოვებს | The Athletic

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ვინგერი, ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს ტრავმის გამო გამოტოვებს.

18 წლის ფეხბურთელი 22 აპრილს, ლა ლიგის მატჩში „სელტას“ წინააღმდეგ (1:0), პენალტის შესრულებისას მიიღო.

The Athletic-ის ინფორმაციით, იამალი გამოტოვებს ესპანეთის ნაკრების პირველ მატჩს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ, რომელიც 15 ივნისს გაიმართება. ტურნირის მეორე თამაშში, საუდის არაბეთის წინააღმდეგ, რომელიც 21 ივნისს გაიმართება, ლამინის მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია კავშირზეა „ბარსელონასთან“ და იამალთან, ხოლო ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრები რეგულარულად სტუმრობენ კლუბის ბაზას, რათა თვალი ადევნონ ვინგერის გამოჯანმრთელების პროცესს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ჰანსი ფლიკმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად | ჰანსი ფლიკმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა