ლამინ იამალი
Aa
Aa

„ველოდები, რომ მემარჯვენეები იამალს სოლიდარობას გამოუცხადებენ“ - ესპანეთის პრემიერი

ესპანეთის მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა კვლავ გამოუცხადა მხარდაჭერა ლამინ იამალს, რომელიც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა (ისრაელ კაცმა) „ბარსელონას“ საჩემპიონო აღლუმზე პალესტინის დროშის გამოფენის გამო გააკრიტიკა.

„ჯერ კიდევ ველოდები, როდის გამოიჩენენ მემარჯვენეები სოლიდარობას ლამინ იამალის მიმართ, რომელიც პალესტინის დროშის ფრიალის გამო ნეთანიაჰუს მთავრობამ გააკრიტიკა.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას და პალესტინელ ხალხს. და გადაჭრით ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევებს“,

- დაწერა სანჩესმა.

პოლიტიკოსმა ასევე შეგვახსენა, რომ ესპანეთი წელს ევროვიზიაში არ მონაწილეობს ისრაელის დაშვების გამო:

„ამას იმ რწმენით ვაკეთებთ, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. თანმიმდევრულობის, პასუხისმგებლობისა და ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები