შენგელიას ეფექტური გოლი - ოფიმ ისტორიული სეზონი დაასრულა
საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურში, ლევან შენგელიას „ოფი“ საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
ლევან შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითმაშა. ქართველმა შემტევმა 71-ე წუთზე ბრწყინვალე შორეული გასროლით სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შენგელიასთვის ეს 2025/26 წლების სეზონში მხოლოდ მეორე გოლი იყო. ქართველმა შემტევმა აწ უკვე დასრულებულ სეზონში სუპერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და ორ გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
რაც შეეხება „ოფის“, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონი ისტორიული შედეგით დაასრულა. „ოფი“ კონფერესლიგის ზონაში მოხვდა, მაგრამ ვინაიდან, საბერძნეთის თასის გამარჯვებული გახდა, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.