ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
Aa
Aa

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან

17 მაისს, საბერძნეთის სუპერლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრას ათენის პანათინაიკოსსა და სალონიკის პაოკს შორის ქართველი მსაჯები განსჯიან. 

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშულ მატჩზე ფიფას არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. შეხვედრის ვიდეო მსაჯი ალეკო აფციაური, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენი ბაკურ ნინუა იქნება. 

საჩემპიონო ოთხეული ბოლო ტურის მეორე შეხვედრას, რომელშიც აეკი ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის ანდრეა კოლომბოს ხელმძღვანელობით.

საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩები გადამწყვეტია საპრიზო ადგილების და ჩემპიონთა ლიგის საგზურების გადანაწილების თვალსაზრისით. შესაბამისად, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ორივე შეხვედრას უცხოელი არბიტრები განსჯიან. მატჩები ათენში გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები