ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

რუი კოშტა მოურინიოს დარჩენას დაჟინებით ითხოვდა | კლუბები 7 მილიონზე შეთანხმდნენ

პორტუგალიური Сorreio da Manhã-ს ცნობით, მადრიდის რეალი ჟოზე მოურინიოს შემდეგ კვირაში წარადგენს. სამეფო კლუბმა ლისაბონის ბენფიკასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით ლისაბონური კლუბი კომპენსაციის სახით 7 მილიონ ევროს მიიღეებს.

როგორც Сorreio da Manhã იუწყება, ბენფიკას პრეზიდენტ რუი კოშტას და ზოგადად კლუბის მენეჯმენტს მოურინიოს დარჩენა სურდათ, რუი კოშტა მწვრთნელს დარჩენას დაჟინებით ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ რეალი და ბენფიკა საკომპენსაციო თანხაზე შეთანხმდნენ.

ჟოზე მოურინიო რეალს 2010-13 წლებში წვრთნიდა, ამ წლებში გუნდმა ლა ლიგა (2011-12), ესპანეთის თასი (2010-11) და სუპერთასი (2012) მოიგო.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გუნდი ჩაბი ალონსომ ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით რეალმა 34-დან 24 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 6 დათმო. იანვარში ესპანეთის სუპერთასზე რეალი ბარსასთან დამარცხდა, ამ მატჩის შემდეგ ალონსოსა და რეალის გზები გაიყო. ბასკი ალვარო არბელოამ შეცვალა, თუმცა მისი მუშაობაც წარუმატებელი გამოვიდა, გუნდი სეზონს უტიტულოდ ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები