ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდი მოხსნა | იანიკ სინერი რომის მასტერსის ნახევარფინალშია

იანიკ სინერი რომის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში იტალიელი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა. მატჩი ერთ საათსა და 32 წუთს გაგრძელდა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 6:2, 6:4 მოიგო.

რუბლევის დამარცხებით სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩის რეკორდი მოხსნა. იტალიელმა ჩოგბურთელმა მასტერსის ტურნირებზე ზედიზედ 32-ე შეხვედრა მოიგო და „ნოლეს“ მიღწევა (ზედიზედ 31 მოგება) გააუმჯობესა. გარდა ამისა, მასტერსის ტურნირებზე ჩატარებული ბოლო 66 სეტიდან იანიკმა მხოლოდ ორი დათმო — ბენჟამინ ბონზისთან და ტომაშ მაჩაკთან.

სინერმა პირადი რეკორდიც გააუმჯობესა. 24 წლის იტალიელმა ზედიზედ 27-ე თამაში მოიგო და ბოლო 51 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული. იანიკი ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩთან დამარცხდა, ხოლო დოჰაში — მენშიკთან.

საინტერესოა, რომ მასტერსის ტურნირებზე ჩატარებული პირველი 150 შეხვედრიდან სინერმა 121 მოიგო. ამ მხრივ, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რაფაელ ნადალს აქვს, რომელმაც პირველ 150 მატჩიდან 123-ში იმარჯვა.

ცნობისთვის, სინერის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. იანიკი დანიილ მედვედევისა და მარტინ ლანდულასეს წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუნდობელმა კვარამ ჩემპიონობა უზრუნველყო“ - ფრანგული პრესის გამოხმაურება
„დაუნდობელმა კვარამ ჩემპიონობა უზრუნველყო“ - ფრანგული პრესის გამოხმაურება