''სამტრედია'' ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონთან დამარცხდა
Aa
Aa

''სამტრედია'' ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონთან დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის ''ტორპედომ'' ''რამაზ შენგელიაზე'' 1:0 დაამარცხა ''სამტრედია.'' გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე ლევან კუტალიას გადაცემის შემდეგ ბექა ტუღუშმა გაიტანა, სტუმართა მცველებმა თავისუფალი სივრცე დაუტოვეს ''ტორპედოს'' შემტევს და საჯარიმოში მყოფმა ტუღუშმა ზუსტი და ძლიერი დარტყმით სამი ქულის მომტანი გოლი შეაგდო.

 

კახა ჩხეტიანის გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო, დანარჩენ ორ შეხვედრაში დამარცხდა, ქუთაისური კლუბი 9 ქულით მეოთხე ადგილზეა, თბილისის ''დინამოსა'' და ''საბურთალოს'' 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე საფეხურზე მყოფ გორის ''დილას'' მხოლოდ 1 ქულით.

რაც შეეხება ''სამტრედიას,'' უჩა სოსიაშვილის გუნდმა პირველ ტურში თბილისის ''ლოკომოტივთან'' 3 ქულა მოიპოვა, შემდეგ კი ზედიზედ მეოთხე მატჩში დამარცხდა. მოსალოდნელია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოსტი თავად დატოვოს ან დაატოვებინონ, რადგან გუნდმა მიზნად ჩემპიონობა დაისახა, 5 ტურის შემდეგ კი 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' ზესტაფონში, ''დავით აბაშიძეზე'' 0:3 დამარცხდა გორის ''დილასთან,'' რომელმაც გოლები მეორე ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში გაიტანა. 56-ე წუთზე გორის ''დილა'' სწრაფად გადავიდა მეტოქის ნახევარზე რიბეიროს გადაცემის შემდეგ ფორტისმა საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა კარისკენ, დარასელიას გუნდი დაწინაურდა.

მეორე გოლისას ომარ გოგონაია შეცდა, საკუთარ საჯარიმოში დაკარგა ბურთი და კოვტალიუკმა ახლო მანძილიდან გაუტანა პოლტავცევს. 71-ე წუთზე ''დილას'' კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში მცირე არეულობით ისარგებლა და ეფექტური დარტყმით მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

გიორგი დარასელიას გუნდმა საწყის ხუთ ტურში 10 ქულა მოაგროვა, მხოლოდ ''საბურთალოსთან'' დამარცხდა, სძლია ''კოლხეთს,'' ''სიონსა'' და მოქმედ ჩემპიონ ''ტორპედოს,'' ხოლო მეორე ტურში ''ბურჯანაძეზე'' ''ჩიხურასთან'' ფრედ 1:1 ითამაშა.

ქუთაისის ტორპედო - სამტრედია 1:0 (0:0)

5 აპრილი, "რამაზ შენგელია"

"ტორპედო": კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე, კუხიანიძე(მამასახლისი 90), გიგაური, დოლიძე(წიქარიძე 80), ტუღუში, ლიპარტია(ბოხაშვილი 46), კუტალია

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

"სამტრედია": მიგინეიშვილი, ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, ფატიჩი, ბაჩიაშვილი, დაუშვილი, კერძევაძე, ერისითავი(ვეილი 66), ახალაძე(მესიაჩენკო 75), კირკიტაძე(ოლხოვი 82), გი

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლი: 1:0 ტუღუში(69)

გაფრთხილება: ფატიჩი(1), დოლიძე(2), ხურცილავა(18)

მთავარი მსაჯი: გ.ვადაჭკორია

ფოთის კოლხეთი - გორის დილა 0:3 (0:0)

5 აპრილი,  "დავით აბაშიძე"

კოლხეთი: პოლტავცევი, კილასონია, მახარაძე, გოგონაია, არზიანი(ტყემალაძე 79) , პანამარიოვი, დანილოვი, კაკულია, მიხაილოვი, კაბორე, გოგბერაშვილი(ჩუბითიძე 70)

მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, ჩადუნელი, რაზმაძე, ქავთარაძე(რაჟამაშვილი 71), კოვტალიუკი, ლემპტი(ნონდი 68), კვახაძე, რიბეირო(ნონიკაშვილი 76), სუხიაშვილი, ფორტისი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 0:1 ფორტისი(56), 0:2 კოვტალიუკი(64), 0:3 კვახაძე(71)

გაფრთხილებები: პანამარიოვი(51), რიბეირო(55), არზიანი(72)

მთავარი მსაჯი: ა.ნონიკაშვილი

 


შემდეგი ტური

13 აპრილი, 20:00 საათი
რუსთავი - ფოთის კოლხეთი

14 აპრილი, 16:30 საათი
თბილისის ლოკომოტივი - ბოლნისის სიონი

14 აპრილი, 19:00 საათი
ქუთაისის ტორპედო - საჩხერის ჩიხურა

15 აპრილი, 16:00 საათი
თბილისის დინამო - საბურთალო

15 აპრილი, 20:00 საათი
სამტრედია - გორის დილა

 

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები