სევილია, სერხიო რამოსი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - რამოსმა სევილია იყიდა

მიმდინარე წლის დასაწყისში ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ სერხიო რამოსს მისი ყოფილი კლუბის, სევილიას შეძენა სურდა.

სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, ინვესტორთა ჯგუფმა, რომელსაც თავად რამოსი ხელმძღვანელობს, ანდალუსიური კლუბის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. სულ მალე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. აღსანიშნავია,

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 450 მილიონ ევროს შეადგენს.

სერხიო რამოსისთვის „სევილია“ განსაკუთრებული კლუბია — სწორედ აქ დაიწყო მისი პროფესიული კარიერა. ესპანელი მცველი კლუბის აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2003-2005 წლებში თამაშობდა, სანამ მადრიდის რეალში გადავიდოდა. მოგვიანებით, მრავალწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ, რამოსი „სევილიაში“ 2023-24 წლების სეზონშიც დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები