ჟოზე მოურინიო, იკერ კასილასი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“არ მინდა, რომ რეალში დანიშნონ“ - კასილასი მოურინიოს წინააღმდეგია

იკერ კასილასმა მადრიდის რეალის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით საჯაროდ ისაუბრა და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბს აქტიურად უკავშირებენ ჟოზე მოურინიოს, რაც იკერს ნამდვილად არ სურს.

კასილასი:

„არ მინდა ის მადრიდის რეალში! — ვფიქრობ, სხვა მწვრთნელები უკეთესად მოერგებიან ჩემი ცხოვრების კლუბს. მოურინიო შესანიშნავი პროფესიონალია. მასთან პირადი პრობლემა არ მაქვს. ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია, მეტი არაფერი.

„როცა რეალი ზედიზედ ორ სეზონს ტიტულის გარეშე ატარებს, ეს უკვე შეშფოთების მიზეზია. ჩემი აზრის გამო (რომელიც 99%-ით იგივეა, რაც კროოსის) ‘ბნელი’ მადრიდისტების გარკვეული სექტორი თავს მესხმის. სოციალური ქსელების ეს სამყარო უბრალოდ დაუჯერებელია.“

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალში“ 2010-2013 წლებში მუშაობდა და „ბლანკოსთან“ ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში „რეალს“ ჯერ ჩაბი ალონსო წვრთნიდა, იანვარში კი, სუპერთასზე „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ, ბასკი სპეციალისტი ალვარო არბელოამ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები