კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე ელ კლასიკოს გამოტოვებს | ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა

MARCA-ს ცნობით, კილიან მბაპე „ელ კლასიკოს'' გამოტოვებს. ბარსელონასთან მატჩის წინ ალვარო არბელოას გუნდი ბოლო ვარჯიშს ატარებდა, ვარჯიშის დასრულებამდე 5 წუთი ადრე ფრანგმა ბარძაყის უკანა კუნთში დისკომფორტი იგრძნო. 

რეალის სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი დღევანდელ თამაშში მბაპეს შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ კლუბმა გადაწყვიტა კილიანი განაცხადში არ შეეყვანა, რადგან ჩათვალა, რომ ფორვარდი ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელებული არაა.

ლა ლიგაში 34 ტურის შემდეგ ბარსელონა 88 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან რეალს 10 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე 4 ტური რჩება. თუ დღეს რეალი სამ ქულას ვერ მოიპოვებს, ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონი სამი ტურით ადრე გახდება.

ბარსელონა - რეალის მატჩი დღეს, 10 მაისს 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა საოცარი იყო | ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი შეაქო
კვარა საოცარი იყო | ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი შეაქო