ფედე ვალვერდე, ორელიენ ჩუამენი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

სრული ქაოსი რეალში - ჩუამენი და ვალვერდე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მადრიდის რეალში სრული ქაოსია. ბლანკოსის ირგვლივ ყოველდღიურად უსიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება.

სულ ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა MARCA-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ვალვერდე და ჩუამენი ფიზიკურ დაპირისპირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ.“

წყაროს ცნობით, ყველაფერი ერთ ეპიზოდს მოჰყვა — უხეშ თამაშს, რომელმაც ვალდებებასზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული კონფლიქტი გამოიწვია. ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ხელიც ჰკრეს და კამათი გასახდელშიც გაგრძელდა. წყაროს ცნობით, ინციდენტი კლუბის ბაზაზე სწრაფად გავრცელდა და გუნდის შიგნით არსებული დაყოფა კიდევ უფრო აშკარა გახდა.

გუნდი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის — ტიტულებისთვის ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებულია, ატმოსფერო კი სულ უფრო იძაბება. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობები გაფუჭებულია და ზოგიერთი ერთმანეთთან თითქმის აღარ ურთიერთობს. ასევე ცნობილია, რომ 6 ფეხბურთელი არბელოას საერთოდ არ ელაპარაკება.

ყველაზე პრობლემური კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ელ კლასიკოს წინ ხდება, რომელიც შესაძლოა სეზონის საბოლოო დარტყმად იქცეს მადრიდელებისთვის. ბარსელონას ჩემპიონობის გასაფორმებლად მხოლოდ ქულა სჭირდება — სცენარი, რომელიც რეალისთვის სეზონის ყველაზე მძიმე დასასრული იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები