ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა | ქოჩორაშვილის სპორტინგი ცვლილებებს გეგმავს
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ აპირებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე პოლიტიკა შეცვალოს. A Bola-ს ინფორმაციით, „ლომები“ გეგმავენ, აქცენტი ადგილობრივ ბაზარზე გააკეთონ და უცხოეთიდან ფეხბურთელების შეძენას მოერიდონ.
„გადაწყვეტილება მიღებულია და ეს შემთხვევითობა არაა. ბოლო მაგალითებმა, როგორებიც ფაიეს, ვაგიანიდისისა და ქოჩორაშვილის ტრანსფერებია, ადაპტაციისა და პორტუგალიური ფეხბურთის მოთხოვნებთან სწრაფად გამკლავების პრობლემა აჩვენა. „სპორტინგის“ ხელმძღვანელები სატრანსფერო პოლიტიკას გადახედავენ.“
ახალი გეგმის მიხედვით, კლუბი პრიორიტეტს მიანიჭებს მოთამაშეებს, რომლებმაც კარგად იციან, პორტუგალიის ჩემპიონატში როგორი გარემოა. ამით „სპორტინგი“ რისკებსა და ადაპტაციისთვის საჭირო დროს შეამცირებს“, — წერს ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა.
A Bola-ს ცნობით, „სპორტინგი“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუი ბორჟესის გაშვებას არ აპირებს და „ლომების“ მიზანია, პორტუგალიელ სპეციალისტს შემადგენლობის გასაძლიერებლად საჭირო რესურსი გამოუყოს. სატრანსფერო აქტივობა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეა დამოკიდებული. თუ „ლომები“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერ გავიდნენ, ნაკლებად აქტიურები იქნებიან.