გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

ვაისმა დაადასტურა - კაშია სლოვანს დატოვებს

გურამ კაშია ბრატისლავის „სლოვანში“ 5-წლიან კარიერას ასრულებს. ამის შესახებ სლოვაკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაის-უფროსმა განაცხადა.

„გურამ კაშია და კევინ ვიმერი ამ სეზონის ბოლოს დაგვემშვიდობებიან. შესაბამისად, გუნდს ახალი ცენტრალური მცველის ყიდვა დასჭირდება“, - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

გარდა ამისა, სლოვაკური მედია წერს, რომ შესაძლოა „სლოვანი“ თავად ვაისმაც დატოვოს. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, 61 წლის სპეციალისტი შესაძლოა სლოვაკეთის ნაკრებში დაბრუნდეს, სადაც 2008-2012 წლებშიც მუშაობდა და ეროვნულ გუნდთან ერთად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ უქმეებზე „სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედას“ მოუგო და ზედიზედ მეხუთედ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ივნისში სანაკრებო კარიერას დაასრულებს 2 ივნისს, რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრის  შემდეგ კაშია ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი მიქაუტაძე 34-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
გიორგი მიქაუტაძე 34-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა