ტიერი ანრი
Aa
Aa

ანრის რჩევა ჩელსის - „მწვრთნელს საკმარისი დრო უნდა მიეცეს“

ტელეკომპანია Sky Sports-ის ეთერში ლონდონის „არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ ლონდონის „ჩელსიში“ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

ტიერი ანრიმ პარალელები გაავლო „ბორნმუთის“ მწვრთნელ ანდონი ირაოლასთან, რომელმაც ცუდი შედეგების დროს თანამდებობის შენარჩუნება შეძლო და ამის შემდეგ კლუბმა სატურნირო ცხრილში სიტუაცია გამოასწორა. ფრანგი ექსფეხბურთელის თქმით, ნებისმიერ მწვრთნელს თავისი იდეების განსახორციელებლად გარკვეული დრო სჭირდება.

„როგორია ახლა „ჩელსის“ იდენტობა? რაღაც ეტაპზე უნდა შექმნა საფუძველი, რომლის გარშემოც გუნდს ააშენებ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება, როგორ უნდა განვითარდეს კლუბი.

მწვრთნელს უნდა მიეცეს საკმარისი დრო თავისი იდეების განსახორციელებლად. მაგალითად, მიკელ არტეტას არსენალში სიტუაციის დასალაგებლად გარკვეული დრო დასჭირდა. რაღაც ეტაპზე მოთმინებაა აუცილებელი.

ზოგჯერ პირველივე დღიდან ყველაფერი იდეალურად ვერ მიდის. შეიძლება 4-5 მატჩი ვერ მოიგო და ასეთ დროს მწვრთნელს ნდობა სჭირდება. დიდ კლუბებში ასეთ დროს ზეწოლა უფრო დიდია, თუმცა ირაოლას მაგალითზე დავინახეთ, რომ მან სიტუაციის გამოსწორება შეძლო“.

ცნობისთვის, „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო, რაც 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა. The Telegraph-ის ინფორმაციით, ჩაბი ალონსო, ანდონი ირაოლა და მარკო სილვა არიან ის სპეციალისტები, რომლებსაც „ლურჯები“ პრიორიტეტული კანდიდატის ძიებისას განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ჩელსიმ როსენიორი გაათავისუფლა
ოფიციალურად - ჩელსიმ როსენიორი გაათავისუფლა