მესის 906-ე გოლი კარიერაში | არგენტინელის ბრწყინვალე თამაში MLS-ში
MLS-ში ინტერ მაიამი შინ ორლანდო სიტისთან 3:4 დამარცხდა. 25-ე წუთზე მესიმ შესანიშნავად ითამაშა, მისი საგოლე გადაცემით ტელასკო სეგოვიამ გაიტანა, 34-ე წუთზე ლიონელ მესიმ ლამაზი მოჭრილი დარტყმით ანგარიში სამ ბურთამდე გაზარდა - 3:0.
მესის საგოლე პასი და გოლი
მესის ანგარიშზე კარიერაში 906 გოლია. კრიშტიანუ რონალდუს აქტივში - 970, პორტუგალიელი 64 გოლით უსწრებს. მესიმ ბარსასთვის 672 გოლი გაიტანა, არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის - 116, პსჟ-სთვის - 32, ინტერ მაიამისთვის - 86. ასევე, მის აქტვში 408 საგოლე პასია.
ინტერ მაიამი იამაიკელი იან ფრეის, ტელასკო სეგოვიასა და მესის გოლებით 34-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა, თუმცა შემდეგ სტუმრებმა თამაში შემოატრიალეს. მესიმ თანამემამულემ, მარტინ ოხედამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ტაირის სპაისერმა გამარჯვების გოლი შეაგდო.