ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

აზაროვმა ასისტი მიითვალა - 5-მატჩიანი პაუზის შემდეგ ძირითადში

წლევანდელ სეზონში ირაკლი აზაროვი „შახტარის“ შემადგენლობაში იშვიათად ჩნდება - დონეცკის კლუბის თურქმა მთავამა მწვრთნელმა არდა თურანმა ქართველ მარცხენა მცველს მხოლოდ 15 შეხვედრაში გამოუცხადა და აქედან 3-ჯერ შეცვლაზე შეუშვა. აქედან გამომდინარე მოულოდნელი იყო უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში „კუდრივკასთან“ საგარეო მატჩში ირაკლის გამოჩენა, რომელიც ძირითადში იყო, 74 წუთი ითამაშა და სანამ შეცვლიდნენ არტემ ბონდარენკოს საგოლე პასი მიაწოდა.


აზაროვმა ათბალიანი სისტემით 7.4 მეათედი შეფასება მიიღო, რაც მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ირაკლიმ ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა, პასები 83-პროცენტიანი (70-დან 58) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 86-ჯერ შეეხო და მისი მხრიდან დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.

ცნობისათვის, „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 25 ტურში დაგროვებული 60 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასს“ 8 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალური საგოლე შანსები ვერ გამოიყენა | მარტინომ ლობჟანიძე სკამზე დასვა
რეალური საგოლე შანსები ვერ გამოიყენა | მარტინომ ლობჟანიძე სკამზე დასვა