ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ვიტინია სათამაშოდ მზადაა | პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნთან

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია და კომპანია პირველ შეხვედრას საკუთარ სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, გამართავენ; მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერთან“ თამაშს ლუის ენრიკეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ნუნუ მენდეშმა და ვიტინიამ ტრავმები მოიშუშეს და ისინი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

L’Equipe წერს: „ვიტინია სასტარტო თერთმეტეულში დასაწყებად მზადაა და შესაძლოა, ლუის ენრიკემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიყვანოს იგივე შემადგენლობა. ბრედლი ბარკოლა დეზირე დუეს კონკურენტია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „ანჟესთან“ ბარკოლა ძირითადში იყო, სავარაუდოდ, მატჩს დუე დაიწყებს“.

„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა L’Equipe-ის მიხედვით: მატვეი საფონოვი, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, ვიტინია, უორენ ზაირ-ემერი, ჟოაუ ნევეში, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარფინალისტების გაერთიანებული XI | კვარა The Athletic-ის რჩეულებში
ნახევარფინალისტების გაერთიანებული XI | კვარა The Athletic-ის რჩეულებში