გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

16-მატჩიანი პაუზის შემდეგ - ქოჩორაშვილი სპორტინგს დაუბრუნდა

16-მატჩიანი და თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის საფეხბურთო კლუბ „სპორტინგის“ შემადგენლობაში გამოჩნდა. პორტუგალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში „არწივებმა“ სტუმრად გიორგი აბურჯანის ყოფილ გუნდთან AFS-სთან ფრედ 1:1 ითამაშეს, რის შემდეგაც ფინიშამდე სამი ტურით ადრე ლიდერ „პორტუს“ დაწევის ყველანაირი შანსი დაკარგეს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე დანიელ ბრაგანსამ შეცვალა. ათბალიანი სისტემით გიორგიმ 7.4 მეათედი შეფასება დაიმსახურა. კარში დარტყმა ერთხელ სცადა, რომელიც დაუბლოკეს, პასები 94-პროცენტიანი (69-დან 65) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 81-ჯერ შეეხო, საიდანაც 7-ჯერ დაკარგა და დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ ქოჩორაშვილს ამ თამაშამდე „სპორტინგის“ რიგებში ბოლოს 6 თებერვალს ჰქონდა ნათამაშები და მაშინაც AFS-ის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილს 2 გოლი გაუუქმეს - რასინგმა ქულები დაკარგა
გულიაშვილს 2 გოლი გაუუქმეს - რასინგმა ქულები დაკარგა