გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

სტაბილური და საიმედო | მაისურაძემ რუსლან როტანის ნდობა მოიპოვა

უკრაინის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში პოლისიამ შინ ობოლონი 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა ბოლო პერიოდში გიორგი მაისურაძის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, სეზონის პირველ ნახევარში ქართველის მიმართ სრული უნდობლობა იყო, თუმცა ახლა ამპლუით მარჯვენა მცველი რეგულარულად თამაშობს. ობოლონთან მოგებულ მატჩში მაისურაძემ 90 წუთი ითამაშა. მეორე ტაიმში, როცა მის წინააღმდეგ მეტოქის სამი ფეხბურთლი იყო, გონივრული და ზუსტი გადაცემით სამივე მოთამაშე თამაშიდან გამოთიშა და შეტევა გაამწვავა.

 

24 წლის ფეხბურთელმა ბოლო 4 მატჩიდან 3-ში 90 წუთი ითამაშა, მის აქტივში 1 გოლია, პოლტავასთან ტექნიკური შესაძლებლობები ბრწყინვალედ გამოავლინა და ეფექტური გოლი შეაგდო. ბოლო 4 მატჩიდან სასტარტოში მხოლოდ შახტართან არ იყო, თუმცა 21-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და ბოლომდე ითამაშა.

25 ტურის შემდეგ პოლისია მესამე ადგილზეა, ლიდერ შახტარს 11 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ჩერკაზისთან 3 ქულაა სხვაობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონის და მამარდას არყოფნაში | ვუდმენი საიმედო იყო და სლოტმა შეაქო
ალისონის და მამარდას არყოფნაში | ვუდმენი საიმედო იყო და სლოტმა შეაქო