გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძემ მეორე ტაიმი ითამაშა | ვილიარეალმა ბოლოადგილოსან ოვიედოს ვერ მოუგო

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ბოლოადგილოსან „ოვიედოს“ სტუმრად დაუპირისპირდა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ ქულები დაკარგა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. „ოვიედოს“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც დანი პარეხომ ვერ გამოიყენა, თუმცა „ვილიარეალმა“ მისი განმეორებით დარტყმის უფლება მიიღო და სტუმრები ნიკოლა პეპემ დააწინაურა. „ოვიედომ“ წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა და „ვილიარეალის“ კარი ილიას ჩაირამ აიღო.

მიქაუტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყა, თუმცა მცველებმა დაუბლოკეს. გიორგი ბურთს 23-ჯერ შეეხო, 16-დან 14 ზუსტი პასი გააკეთა, 1 საკვანძო გადაცემა ჰქონდა და ბურთი ერთხელ დაიბრუნა. Sofascore-მა მისი თამაში 6.4 ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, „ვილიარეალს“ 62 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. მარსელინო გარსია ტორალის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს გამართავს და „სელტას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა, საქართველო!“ | Le Parisien კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა
„მადლობა, საქართველო!“ | Le Parisien კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა