რუსი დამარცხებულია | თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
ძიუდოში, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლუკაშ კრპალეკი იქნება, 35 წლის ჩეხმა 1/2 ფინალში პოლონელ ტერეშინსკის იპონით მოუგო.
რაც შეეხება თუშიშვილის ფინალამდე განვლილ გზას, ჯერ კვიპროსელ იანის ანტონიუსთან და შემდეგ იბრაჰიმ თათაროღლუსთან იპონი შეასრულა და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში რუსი ენდოვიცკი ასევე იპონით დაამარცხა.
თუშიშვილის გამარჯვება ნახევარფინალში
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანეს. სამწუხაროდ, გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდნენ.
ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.