გურამ კაშიას მძიმე მარცხი არნემში
ჰოლანდიის ერედივიზიონის 29-ე ტურში არნემის ''ვიტესი'' საკუთარ მოედანზე 0:3 განადგურდა აუტსაიდერ ''როდასთან,'' რომელიც ელიტარულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. არნემული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, 70-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ჰენკ ფრეიზერმა შეცვალა. ''გელრედრომზე'' კაშიას მოედანზე ყოფნისას ''ვიტესმა'' ერთი გოლი გაუშვა, რომელიც ქართველი მცველის შეცდომას არ მოყოლია.
ჰოლანდიურ გამოცემა fcupdate.nl-ის მიხედვით ქართველი მცველი თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან შეფასების სახით 5,5 მიიღო. ამ მაჩვენებლით კაშიას მხოლოდ ოთხმა თანაგუნდელმა აჯობა.
18-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''ვიტესი'' 42 ქულით მე-7 ადგილზეა, საუკეთესო ოთხეულს 6 ქულით ჩამორჩება და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.
