ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, ლამინ იამალი
Aa
Aa

“ყოველთვის მე“ - იამალი ფლიკის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა

ლამინე იამალი იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებიც მოედანზე თითოეული წუთის გატარებას ითხოვენ. „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში, როცა ჰანსი ფლიკმა ის 82-ე წუთზე შეცვალა, DAZN-ის კამერებმა დააფიქსირეს მისი რეაქცია: „ყოველთვის მე...“

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახალგაზრდა ვინგერი უკმაყოფილებას გამოხატავს შეცვლის გამო, თუმცა ფლიკი ყოველთვის ანეიტრალებდა მსგავს თემებს და აღნიშნავდა, რომ გუნდში სხვა ფეხბურთელებიც ელოდებიან შანსს.

ამჯერად კი, El Chiringuito-ს ინფორმაციით, შესაძლოა იამალის გაღიზიანება არა მწვრთნელისკენ, არამედ მსაჯისკენ იყო მიმართული — მატჩის დროს მან ყვითელი ბარათი მიიღო და არბიტრის რამდენიმე გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

DAZN-ის კადრებში კარგად ჩანს მისი ემოცია , როცა ანგარიში 1:0 იყო, ფლიკმა იამალი მარკუს რაშფორდით შეცვალა. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ იმ პერიოდში მძიმე მატჩების სერია ჰქონდა, ხოლო ლამინი უკვე ყვითელი ბარათით თამაშობდა.

მოედნიდან გასვლისას მან ფლიკისგან მეგობრული შეხება მიიღო, ასევე ხელი ჩამოართვა ექიმ პრიუნას, თუმცა უკმაყოფილება მაინც არ დამალა. სკამზე დაჯდა ერიკ გარსიას, მარკ ბერნალისა და ფერმინის გვერდით, თუმცა პროტესტი გაგრძელდა:

„ყოველთვის მე… ღმერთო, ეს სიგიჟეა,“ — იმეორებდა ის.

ფლიკის ასისტენტმა არნაუ ბლანკომ სცადა მისი დამშვიდება, მაგრამ იამალი მაინც აგრძელებდა: „ყოველთვის მე, მხოლოდ მე.“

საბოლოოდ, ემოციის გამოხატვის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მატჩის ბოლო წუთებს გვირაბიდან უყურა, თუმცა თანაგუნდელებისგან მხარდაჭერაც მიიღო — მათ შორის ვოიცეხ შჩესნისგან.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა მისი უკმაყოფილების მიზეზი — შეცვლა თუ მსაჯის გადაწყვეტილებები — თუმცა ნათელია, რომ იამალს მოედანზე დარჩენა ნებისმიერ ფასად სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა კამბიაზოს მიმართ ინტერესს იჩენს
ბარსელონა კამბიაზოს მიმართ ინტერესს იჩენს