„დიდ ჯორდანსაც კი აკრიტიკებდნენ, ეს მოტივაციად უნდა აქციოს“ - შაკი ნეიმარზე
ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო’ნილმა, ნეიმარის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკასა და ბრაზილიის ნაკრებში მის გამოუძახებლობაზე ისაუბრა.
„მოუგია ნეიმარს ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატი? კრიტიკის ობიექტი ნებისმიერი შეიძლება გახდეს, მაგრამ ვერავინ გამაკრიტიკებს იმაზე მეტად, ვიდრე ამას თავად ვაკეთებ. განსაკუთრებით მაშინ, როცა კითხულობ მსგავს რამეს: „შაკმა 50 ქულა დააგროვა და წააგო“. გგონიათ, ეს არ მაბრაზებდა?
ხანდახან კრიტიკას უნდა შეხედო და შეეცადო გაიგო, არის თუ არა მასში სიმართლე. ჩემი კარიერის განმავლობაში კრიტიკის ნაწილი სამართლიანი იყო, ნაწილი კი - უბრალოდ სასაცილო. მე მას მოტივაციისთვის ვიყენებდი. ვფიქრობ, ნეიმარიც ასე იქცევა.
მას ადგილობრივი ჩემპიონატები მოგებული აქვს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუმარჯვია? მესმის, ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს. ხალხი მასზე საუბრობს. იმედია, ის გამოიყენებს კრიტიკასა და მოტივაციას თავისი მიზნის მისაღწევად.
როდესაც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობ, კრიტიკა მუდამ იქნება. მას აწყდებოდნენ დიდი მაიკლ ჯორდანიც და ლებრონ ჯეიმსიც - ასეთი ბიჭებიც კი. ეს სამუშაოს ნაწილია. რაღაც მომენტში ტიტულები უნდა მოიგო. მე ეს შევძელი“,
– განაცხადა ო’ნილმა.