ივა გელაშვილი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა

მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ დღევანდელი ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა. შეძლებს თუ არა ქართველი მცველი მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, ფეხბურთელის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

არსებულ ვითარებაში, მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის განაცხადში ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები