იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ყოფილ გუნდს გაუტანა - ნადარაიას გოლით ტორპედომ იბერია 1999 დაამარცხა

ქუთაისის ტორპედომ ნავსი გატეხა და Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო.

შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს იბერია 1999-ს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში სტუმრებს 2 ფეხბურთელი გაუძევეს. მსაჯმა წითელი ბარათი ჯერ ლეგიონერ ზოჰურის უჩვენა, ხოლო შემდეგ ძაგანიას.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ცოტნე ნადარაიამ თავური დარტყმით ყოფილ გუნდს გაუტანა და ტორპედოს პირველ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისური გუნდი Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორის დილას ესტუმრება, იბერია 1999 კი თბილისის დინამოს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე თბილისის დინამოსთან - რუსთავის მორიგი კარგი მატჩი
ფრე თბილისის დინამოსთან - რუსთავის მორიგი კარგი მატჩი